1 თებერვალს, სკოლა “თაობის” მოსწავლეებისთვის USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას პროგრამის კოორდინატორი სალომე ფუტკარაძე უძღვებოდა.

📣 პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეუძლია ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას 14-დან 29 წლის ჩათვლით.

🎯 USAID-ის 5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდების თვითგანვითარებაზე, სამოქალაქო აქტივიზმზე და სამუშაო კომპეტენციებზე.

✅აღნიშნულ პროგრამას, საქართველოს გაეროს ასოციაცია, აჭარის რეგიონში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან” ერთად, USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.