მორიგი ,,ბრეინ-რინგი” სკოლა თაობაში

გასართობ-ინტელექტუალური თამაშს ,,ბრეინ-რინგს” სკოლა თაობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სკოლა თაობაში ,,ბრეინ-რინგი” ტარდება თითქმის ყოველთვიურად. 

 ჩატარდა მორიგი ,,ბრეინ-რინგი”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა XI, X, IXა, IXბ კლასები.

ყველა გუნდი შეხვდა ერთმანეთს, ხოლო ფინალში გავიდა 2 საუკეთესო ქულების მქონე გუნდი.

საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა X კლასმა და მათ გადაეცათ გარდამავალი ჯილდო, რომელიც დარჩება X კლასში მორიგი ბრეინ-რინგის ჩატარებამდე.

სკოლა ,,თაობა” ულოცავს X კლასს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!!!