ქართული

14 აპრილს საქართველოში  “დედაენის დღე” აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები […]
სკოლა ,,თაობაში” პირველი კლასიდანვე ისწავლება ჭადრაკი.  შიდა საჭადრაკო შეჯიბრებები სკოლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  რამოდენიმე დღის უკან დასრულდა მორიგი შიდა საჭადრაკო ჩემპიონატი დაწყებით კლასებს შორის. ჩემპიონატი მიმდინარეობდა კლასებს შორის. მაგალითისთვის Iა კლასი ეჯიბრებოდა Iბ კლასს, IIა კლასი –  IIბ კლასს, IIIა კლასი – IIIბ […]
სკოლა ,,თაობის” ინიციატივით თბილისიდან მოწვეულ იქნა ციფრული ეკონომიკის სპეციალისტი, რომელიც ატარებს ტრეინინგებს თემებზე: ,,როგორ მივაღწიოთ მიზანს”,  ,,როგორი დავისახოთ სწორი მიზანი” და სხვ.. აღნიშნული ტრენინგი ჩაუტარდა უფროსკლასელებს, კერძოდ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.  სკოლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ასწავლოს წარმატების მიღწევისათვის საჭირო […]
სკოლა ,,თაობის” ფსიქოლოგის რჩევები პირველკლასელთა მშობლებს. ბავშვის სკოლაში მისვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ოჯახის ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ამაზე მშობლები ღელავენ. ყოველი ბავშვი არის ინდივიდუალური და უნიკალური თავისი ბუნებითა და შესაძლებლობებით. მშობელი ხშირად თავისი შვილისგან ზედმეტად მეტს მოითხოვს, ვიდრე ეს ბავშვის […]
აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. […]
როგორც უკვე აღინიშნა სკოლა ,,თაობა” მჭიდროდ თანამშრომლობს ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრთან. 2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ-სემინარი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით. აღნიშნულ ტრენინგ-სემინარში სკოლა ,,თაობის” მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.  […]
სკოლა ,,თაობის” საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით ჩატარა ვიქტორინა საქართველოს ისტორიაში, რომელშიც მონაწილეობდა 4 გუნდი. ვიქტორინა მიმდინარეობდა 2 ტურად. ყოველ ტურში გუნდებს უნდა ეპასუხათ 25-25 კითვაზე. მეორე ტურში გადადიოდა 2 გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემდა. ხოლო გამარჯვებული ხდებოდა ის […]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება.  აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.ეს დღეს საქართველოშიც აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო […]
ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდა თაობა ჩართოს  სხვადასხვა სოციალურ და ზოგადსაგანმანათლებლო პროექტებში.  სკოლა ,,თაობა” ორიენტირებულია მოსწავლეების პოტენციალის და სოციალური შეგნების განვითარებაზე, შესაბამისად სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვენენ ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. […]
,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“  აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით“ ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ჩაატარა ესსეების კონკურსი  სკოლის მოსწავლეებისთვის „ჩემი ევროპა“; კონკურსში მონაწილეობდა  700-მდე ესსე. წარდგენილი ესსეებიდან ჟიურიმ შეარჩია […]